Thumbnail

ზურიკო დავითაშვილის ფრანგული დებიუტი გადაიდო. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი ბორდოს რიგებში სენტ-ეტიენთან ვერ ითამაშებს.

ჟირონდელებმა მატჩისთვის განაცხადი გამოაქვეყნეს, რომელშიც დავითაშვილი არ არის. "ეკიპის" ცნობით, ზურიკოს ჯერ საბუთების პრობლემა აქვს და შესაბამისად, საფრანგეთში თამაში უფლება არ მიუღია.

დავითაშვილი ბორდოს ვერც წინა ტურში პარიზთან მატჩში (3:1) დაეხმარა. ამგვარად, მისი დებიუტი გადაიდო, რომელიც შეიძლება 17 სექტემბერს, დიჟონთან შედგეს, მერე კი სანაკრებო პაუზა იწყება.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი ბორდოს 1-წლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ჟირონდული გუნდი ლიგა 2-ში 7 ტურის შემდეგ 14 ქულით ლიდერის პოზიციას ამიენთან ერთად იყოფს.

კომენტარები

ბოლო ამბები