Thumbnail
  • სერბეთში ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო
  • ნუგზარ წურწუმია ფინალში გავიდა და იური ლომაძეს ბრინჯაოს შანსი აქვს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. პირველ საჭიდაო დღეს ხალიჩაზე ოთხი ქართველი გავიდა: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), შმაგი ბოლქვაძე (72 კგ), იური ლომაძე (77 კგ), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ).

შმაგი ბოლქვაძე და რობერტ კობლიაშვილი ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობნენ, ხოლო იური ლომაძეს ჯერ კიდევ აქვს შანსი ბრინჯაოს მედლის მოგების. ერთადერთი მოჭიდავე, რომელსაც მედალი განაღდებული აქვს, ნუგზარ წურწუმიაა. მან ფინალში გასვლა მოახერხა.

ნუგზარმა ფინალამდე იორდანიის წარმომადგენელი მოსტაფა სულთან ალქადე 10:0 დაამარცხა, რის შემდეგაც უზბეკ იასურბეკ ორტკიბოევსა (5:2) და ყაზახ ამანგალი ბეკბოლატოვს (5:3) აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალური ბრძოლა კვირას შედგება. ქართველ მაყურებელს პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი სთავაზობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები