Thumbnail

ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც სერბეთის სახელით ასპარეზობს, მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

დათუნაშვილმა ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე 87 კგ წონით კატეგორიის ფინალში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპან ალი ბისულტანოვი 6:2 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ზურაბ დათუნაშვილმა გერმანელი ჰანეს ვაგნერი (5:0), შვედი ალექს კესიდისი (4:1) და უნგრელი დავიდ ლოსონჩი (4:3) დაამარცხა. მან ოქროს მედალი შარშანაც სერბეთის სახელით მოიპოვა და გარდა ამისა, ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალსაც დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დროისთვის ერთი ვერცხლი აქვს მოპოვებული, რომელიც ნუგზარ წურწუმიას ანგარიშზეა, ხოლო 12 სექტემბერს, ფინალში ლერი აბულაძე იჭიდავებს, გარდა ამისა, ჯონი ხეცურიანსა და გელა ბოლქვაძეს ბრინჯაოს მედლის შანსი აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები