Thumbnail
  • დინამო თბილისმა ბელარუსი მეკარე დაიმატა
  • ანტონ ჩიჩკანი ბოლოს რუსულ უფაში თამაშობდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დინამო თბილისმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი დაიმატა. ამის შესახებ დედაქალაქურმა კლუბმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა.

27 წლის ფეხბურთელთან დინამო თბილისმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, თუმცა ხელშეკრულებაში არსებული ოფციის თანახმად, სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტი შესაძლოა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.

"ვიცი, რომ დინამო საქართველოს ყველაზე დიდი კლუბია, საკუთარი ისტორიითა და საფეხბურთო ტრადიციებით. აქედან გამომდინარე, ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მიხარია, რომ დიდი ქართული ოჯახის წევრი გავხდი. ​ჯერ მხოლოდ ორი ვარჯიშის გამართვა მოვასწარი, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე დიდი ხანია ამ გუნდის წევრი ვარ. ვფიქრობ, რომ დინამოში კარგი პერიოდი მექნება და გულშემატკივარს ჩემს საუკეთესო თამაშს ვუჩვენებ", - განაცხადა ბელარუსმა კიპერმა დინამოს ვებგვერდთან საუბრისას.

ანტონ ჩიჩკანის ბოლო კლუბი რუსული უფა იყო. კარიერის განმავლობაში კი დინამოს ახალწვეულს ბატე-სა და სმოლევიჩში უთამაშია. ჩიჩკანმა კარიერის განმავლობაში 3-ჯერ მოიგო ბელარუსის ჩემპიონატი, ორჯერ ბელარუსის თასი და ერთხელ ბელარუსის სუპერთასი. ანტონს ბელარუსის ეროვნულ ნაკრებში ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები