Thumbnail
  • გერმანიის საკალათბურთო ნაკრებმა საბერძნეთის დამარცხებით ისტორია დაწერა
  • რა თქვეს გორდონ ჰერბერტმა და დენის შრიოდერმა სენსაციური გამარჯვების შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ არანაკლები სენსაცია მოახდინა, ჯანმარკო პოცეკოს საქციელის გამეორებაზე გორდონ ჰერბერტს არც უფიქრია. “დენის შრიოდერმა ჩემი საკრედიტო ბარათი მთხოვა, მე კი ვუპასუხე, ცოლს სამჯერ ვარ გაშორებული და ჩემი ბარათის ლიმიტი არ მოგეწონება-მეთქი,” - განაცხადა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საბერძნეთის დამარცხების (107:96) და ევრობასკეტის ნახევარფინალში სენსაციურად გასვლის შემდეგ.

მანამდე, იტალიის ნაკრების დამრიგებელმა პოცეკომ, სერბეთთან სენსაციური გამარჯვების შემდეგ თავის კალათბურთელებს საკუთარი ბარათი გადასცა და უთხრა, რამდენიც უნდოდათ, იმდენი დაეხარჯათ. ჰერბერტი ასე შორს არ წასულა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა და მან და მისმა შეგირდებმაც იზეიმეზ - ოღონდ, შედარებით მოკრძალებულად.

“ერთ კათხა ლუდს ნამდვილად დავლევ,” - თქვა ჰერბერტმა იანისის და მისი საბერძნეთის დამარცხების შემდეგ და იქვე დაამატა, რომ მისმა გუნდმა ეს გამარჯვება მალე უნდა დაივიწყოს, რათა ესპანელებთან ნახევარფინალურ მატჩს მაქსიმალური კონცენტრაციით შეხვდეს: “დღეს ვისიამოვნებთ, ამაღამ ესპანეთზე არ ვიფიქრებ. ხუთშაბათიდან დავიწყებთ ინტენსიურ მუშაობას.

შრიოდერი და გერმანიის ნაკრები იანისმაც ვერ შეაჩერა

“ესპანეთს ვეთამაშებით, არა? ვილი ხუანჩო ერნანგომესებს NBA-დან კარგად ვიცნობ. უსმან გარუბასთან ერთად ჰიუსტონ როკეტსში ვთამაშობდი. ფიზიკურად ძლიერი, კარგი გუნდია. მათთან ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ეს დენის შრიოდერის სიტყვებია, რომელმაც საბერძნეთთან 26 ქულა ჩააგდო, - მართალია, ესპანელებს იანისი არ ჰყავთ, მაგრამ ბევრი სუპერკალათბურთელი ჰყავთ.”

გერმანიისა და ესპანეთის ნახევარფინალური მატჩი ბერლინში 16 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები