- ლევან გორგაძემ აკი ბაშოს მესამე დღეს კოტოეკოს იორიკირით მოუგო
- ქართველ სუმოიტს სექტემბრის ბაშოზე ორი მოგება აქვს
ტოკიოში სექტემბრის (აკი) ბაშო გრძელდება, რომელშიც ლევან გორგაძემ მეოთხე ბრძოლა გამართა და მეორედ დამარცხდა. ტოჩინოშინი იაპონელ ჰოკოტოფუჯის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით წააგო. ტოჩინოშინს მეტოქის წაქცევის შანსი ჰქონდა, თუმცა მეტოქე ქართველს კარგად მიაწვა და დოჰიოდან გადაიყვანა. ჰოკოტოფუჯი აკი ბაშოს ერთ-ერთ ლიდერია, მას 4-დან 4 მოგება აქვს.
სექტემბრის ბაშოს მე-5 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა ენდო იქნება, რომელსც აკი ბაშოზე ერთი მოგება და 3 მარცხი აქვს.
კომენტარები