Thumbnail

'მისთვის ძალიან ადვილი ბრძოლა იქნება' - სეხუდო დვალიშვილი-იანის ჩხუბზე

  • ჰენრი სეხუდომ ქართველისა და რუსის პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა
  • ოლიმპიური ჩემპიონისთვის ამ ბრძოლაში ფავორიტი მერაბ დვალიშვილი იქნება

ოლიმპიურმა და UFC-ის ორი წონითი კატეგორიის ყოფილმა ჩემპიონმა ჰენრი სეხუდომ იუთუბის საკუთარ გვერდზე მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. 

Triple C-მ განაცხადა, რომ ქართველისა და რუსის პოტენციურ ჩხუბში ფავორიტი ‘მანქანაა’. 

"პიოტრსა და მერაბს შორის ვინ მოიგებს? მე დვალიშვილს ვირჩევ. ბრძოლებს სტილები ქმნის და ქართველს ძალიან მაგარი სტილი აქვს. მიმაჩნია, რომ მერაბისთვის ეს ზედმეტად მარტივი ჩხუბი იქნება, იანი ცუდად ჭიდაობს. იმედი მაქვს, ამ ბრძოლას აუცილებლად დაგეგმავენ და ყველა კარგად დაინახავს, რამხელა ნაპრალია პიოტრის ჭიდაობაში," - თქვა ჰენრიმ. 

სეხუდო ისტორიაში ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც ოქროს მედალი ოლიმპიადაზე მოიგო და MMA-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 35 წლის სეხუდომ კარიერა 2020 წელს, დომინიკ კრუსის დამარცხების შემდეგ დაასრულა, მაგრამ ახლა სპორტში დაბრუნებას გეგმავს. ამერიკელს სწორედ იმ დივიზიონის ქამრის დაბრუნება სურს, რომელშიც მერაბ დვალიშვილი ჩხუბობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები