Thumbnail

'ერთად ბევრ ცუდ ბიჭს ვცემთ' - რობერტ უითაკერი ხამზატ ჩიმაევზე

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ხამზატ ჩიმაევთან ერთად ვარჯიში რობერტ უითაკერსაც სურს
  • ახალზელანდიელი UFC-ის საშუალო წონის პირველი ნომერია

UFC-ის საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა რობერტ უითაკერმა ხამზატ ჩიმაევის შეთავაზებას უპასუხა და მას ახალი მეგობარი უწოდა

შეგახსენებთ, კევინ ჰოლანდის დამარცხების შემდეგ ჩეჩენმა მებრძოლმა განაცხადა, რომ ახალზელანდიელთან ჩხუბი არ სურს, რადგან ის კარგ ბიჭად მიაჩნია და მასთან ერთად ვარჯიში ურჩევნია. 

"მოვისმინე ჩიმაევის განწყობის შესახებ, ებრძოლოს ცუდ ბიჭებს და ამ პოზიციას სრულად ვიზიარებ. თუ მას ჩემთან ერთად ვარჯიში უნდა, მე მხოლოდ გამიხარდება, ერთად ბევრი ცუდი ბიჭის ცემას შევძლებთ. მიმაჩნია, რომ ვარჯიში ძალიან სახალისო გამოვა და ჩვენ ბევრი ცუდი ბიჭის სისხლის დაღვრა შეგვიძლია. 

ხამზატის საშუალო წონაში გადმოსვლა? ეს რთული იქნება, მაგრამ მისი სტილის გათვალისწინებით ამ დივიზიონის ბევრი მებრძოლის დამარცხება შეუძლია. ჩიმაევისა და ალექს პერეირას დაპირისპირებას სიამოვნებით ვნახავდი. მიმაჩნია, ეს ხამზატისთვის კარგი ჩხუბი იქნება და ვნახავთ, რომ ჩეჩენს პერეირასთან მოგება რეალურად შეუძლია. კარგი იქნება ჩიმაევისა და ადესანიას ბრძოლის ნახვაც, მათი სტილებიდან გამომდინარე, ბევრი საინტერესო რამ შეიძლება ვიხილოთ, რაც დაპირისპირებას სანახაობრივს გახდის. ხომ ხედავთ, ჩემს ახალ მეგობარ ხამზატ ჩიმაევს იმ ბიჭებისკენ მივმართავ, ვიცი ცემაც მე მინდა," - განაცხადა უითაკერმა.

რობერტმა 3 სექტემბერს მარვინ ვეტორი დაამარცხა და UFC-ის საშუალო წონის პირველი ნომერი გახლავთ. ისრაელ ადესანიასა და ალექს პერეირას სატიტულო ჩხუბის შემდეგ უითაკერი ქამარზე ბრძოლის მთავარი პრეტენდენტია. 

კომენტარები

ბოლო ამბები