Thumbnail

სოფია ბაღიშვილი ევროპის საუკეთესო MMA ორგანიზაციის ქალთა რეიტინგში გალიდერდა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • 10 სექტემბერს სოფია ბაღიშვილმა ანიტა ბექუსი მეორე რაუნდში დააფინიშა
  • მას კარიერაში გამართულ 8 ჩხუბში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს

ევროპის საუკეთესო MMA ორგანიზაცია KSW-ს ქალთა რეიტინგის პირველ ადგილზე ქართველი მებრძოლი სოფია ბაღიშვილი გადავიდა.

მან 10 სექტემბერს რეიტინგის ლიდერ ანიტა ბექუსს დანებებით მეორე რაუნდში მოუგო. კარიერაში ჩატარებულ 8 ბრძოლაში ბაღიშვილი მხოლოდ ერთხელ, სადებიუტო მატჩში დამარცხდა. 

KSW-ს ქალთა მხოლოდ ერთი, სუპერმსუბუქი წონა აქვს, რომელსაც ჩემპიონი არ ჰყავს. სატიტულო ჩხუბში, უდიდესი ალბათობით, მონაწილეობას სწორედ სოფია ბაღიშვილი მიიღებს, მისი მეტოქე კი ემილია შერვინსკა იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები