Thumbnail
  • იურგენ კლოპი ტოდ ბოელის იდეას გამოეხმაურა
  • გერმანელის ასეთი პასუხი მოსალოდნელი იყო
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ლონდონის ჩელსის შეფმა და ერთ-ერთმა მფლობელმა ტოდ ბოელიმ პრემიერლიგას “ოლ სტარის” მატჩის ჩატარების იდეა შესთავაზა, თუმცა ამაზე უფრო საინტერესო ის კომენტარია, რაც ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ამ იდეის შესახებ გააკეთა.

“შესანიშნავია,” - თქვა გერმანელმა ირონიულად, - თუ ასეთი მატჩის ჩატარებისთვის შესაფერის დროს გამონახავ, შეგიძლია დამირეკო… იქნებ ისიც გინდა, რომ ჰარლემ გლობტროტერსი ჩამოიყვანო და საფეხბურთო გუნდის წინააღმდეგ ათამაშო?”

ბოელიმ, რომელიც ლოს ანჯელეს დოჯერსის (ბეისბოლი) და ლოს ანჯელეს ლეიკერსის (კალათბურთი) წილებსაც ფლობს, პრემიერლიგის ხელმძღვანელობას მართლა სერიოზულად შესთავაზა “ოლ სტარის” ტიპის მატჩის ჩატარების იდეა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. მისი აზრით, ამით პრემიერლიგა და პატარა კლუბებიც ფინანსურ ხეირს ნახავენ.

როგორც იცით, კლოპი ხშირად აკრიტიკებს უეფას და ფიფას გადატვირთული კალენდრის გამო. “მას ავიწყდება, რომ ამერიკაში სპორტის დიდ სახეობებში 4-თვიანი პაუზები აქვთ და უხარიათ ხოლმე, როცა ასეთი რაღაცები გამოჩნდება და წავარჯიშება და შოუს დადგმა შეუძლიათ. ფეხბურთში კი ყველაფერი რადიკალურად სხვანაირადაა,” - ესეც კლოპის სიტყვებია.

ჰო, მართლა: ჰარლემ გლობტროტერსი საკალათბურთო გუნდია, რომელიც საჩვენებელ თამაშებს აწყობს. ეს მატჩები მთლიანად შოუს ელემენტებითაა გაჯერებული და გასართობ, იუმორისტულ ხასიათს ატარებს. გარდა მატჩებისა, ჰარლემელი კალათბურთელები ხშირად ინდივიდუალურ ნომრებსაც იგონებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები