- დავით ხოჭოლავამ სევილიასთან 90 წუთი ითამაშა, გუნდს გოლი არ გაუშვია
- ხვიჩამ პენალტი მოიპოვა - ნაპოლიმ 'აიბროქსზე' რეინჯერსს მოუგო
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის თამაშები გაიმართა. G ჯგუფში კოპენჰაგენის სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით ხოჭოლავა, რომლის გუნდმა პირველ ტურში დიდი ანგარიშით წააგო. დანიის ჩემპიონის მეტოქე ამჯერად, სევილია იყო. პირველ ტაიმში ქართველმა მცველმა ტრავმა მიიღო, თუმცა თამაშის გაგრძელება შეძლო. ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისმა გუნდმა პირველი ქულა მოიპოვა - 0:0.

ხოჭოლავამ WhoScored-ისგან 7.2 მიიღო, რაც მეორე შეფასებაა მატჩში ისკოს (7.4) შემდეგ. მან 2 საჰაერო და 1 ჩვეულებრივი ორთაბრძოლა მოიგო, 3-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 5-ჯერ სახიფათო ზონიდან გამოიტანა, ერთხელ კი მეტოქის დარტყმული დაბლოკა. მისი 47 პასიდან 75% ზუსტი იყო.
ამავე ჯგუფში მანჩესტერ სიტი ჯუდ ბელინგემის გოლით აგებდა, მაგრამ თამაში შეატრიალა და 6 ქულით ლიდერობს - 2:1. ჯერ მცველმა სტოუნსმა გაათანაბრა, შემდეგ კი ერლინგ ჰაალანდმა იბრაჰიმოვიჩის სტილში გაიტანა და გვარდიოლას გუნდს 3 ქულა მოუტანა.
6 ქულით ლიდერობს თავის ჯგუფს მადრიდის რეალიც, რომლემაც შინ 2:0 მოუგო ლაიპციგს, გოლები ვალვერდემ და ასენსიომ გაიტანეს.
ისრაელში თამაში შეატრიალა პარი სენ-ჟერმენმა, რომლის რიგებში შემტევი ტრიოს სამივე წევრმა (მესი, მბაპე, ნეიმარი) გაიტანა - 1:3. პსჟ-ს 6 ქულა აქვს, ისევე, როგორც ჯგუფის მთავარ სიურპრიზ გუნდ ბენფიკას, რომელმაც ტურინში იუვენტუსი 2:1 დაამარცხა, არადა მე-4 წუთიდან მარცხდებოდა.
ლონდონში ვერ შეძლო გამარჯვება ჩელსიმ, რომლის მეტოქეც ავსტრიული ზალცბურგი იყო - 1:1. არადა, პოტერის გუნდი სტერლინგმა დააწინაურა. ჩელსი ჯგუფში აუტსაიდერია 1 ქულით.
E ჯგუფი
ჩელსი 1:1 ზალცბურგი
გოლები: 1:0 სტერლინგი (48. მაუნტის პასით), 1:1 ოკაფორი (75. ადამუს პასით)
ჩელსი (4-2-3-1): კეპა - ჯეიმსი, ტიაგო სილვა, ასპიილიკუეტა (81. ზიეში), კუკურელია - ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (81. გალაგერი) - მაუნტი, ჰავერტცი (66. ლოფტუს ჩიკი), სტერლინგი (84. პულიშიჩი) - ობამეიანგი (66. ბროხა)
F ჯგუფი
რეალი 2:0 ლაიპციგი
გოლები: 1:0 ვალვერდე (80. ვინისიუსის პასით), 2:0 ასენსიო (91. კროოსის პასით)
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, რიუდიგერი, ალაბა (81. მენდი), ნაჩო - მოდრიჩი (81. კროოსი), ჩუამინი, კამავინგა (64. ასენსიო) - ვალვერდე, როდრიგო (85. მარიანო დიასი), ვინისიუსი (85. სებალიოსი)
G ჯგუფი
მანჩესტერ სიტი 2:1 დორტმუნდი
გოლები: 0:1 ბელინგემი (56. როისის პასით), 1:1 სტოუნსი (80. დე ბრუინის პასით), 2:1 ჰაალანდი (84. კანსელოს პასით)
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - სტოუნსი, აკანჯი, აკე, კანსელო - დე ბრუინი, როდრი, გიუნდოგანი (58. ბერნარდო სილვა) - მაჰრეზი (58. ალვარესი), ჰაალანდი (92. ფილიპსი), გრილიში (58. ფოდენი)
კოპენჰაგენი 0:0 სევილია
დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა
H ჯგუფი
მაკაბი ჰაიფა 1:3 პსჟ
გოლები: 1:0 შერი (24. ჰაზიზას პასით), 1:1 მესი (37), 1:2 მბაპე (69. მესის პასით), 1:3 ნეიმარი (88. ვერატის პასით)
პსჟ (3-4-3): დონარუმა - სერხიო რამოსი, მარკინიოსი, დანილო - მუკიელე (83. ჰაკიმი), ვერატი, ვიტინია (74. ფ. რუისი), მენდეში - მესი, მბაპე, ნეიმარი (91. სოლერი)
იუვენტუსი 1:2 ბენფიკა
გოლები: 1:0 მილიკი (4. პარედესის პასით), 1:1 ჟოაო მარიო (44-პენალტი), 1:2 ნერეში (55. რაფა სილვას პასით)
იუვენტუსი (3-5-2): პერინი - ბრემერი, ბონუჩი, დანილო - კუადრადო (58. დე შილიო), მაკენი, პარედესი, მირეტი (58. დი მარია), კოსტიჩი (70. კინი) - მილიკი (70. ფაჯოლი), ვლაჰოვიჩი
კომენტარები