Thumbnail

'სევილიას შემტევებს კარგად აკონტროლებდა' - დანიური მედია ხოჭოლავაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დავით ხოჭოლავამ სევილიას წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა
  • კოპენჰაგენის ქართველმა მცველმა მაღალი შეფასებაც დაიმსახურა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენმა ესპანურ სევილიას უმასპინძლა და ქულის მოპოვება შეძლო - 0:0.

ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მაგალითად, Whoscored-მა მას 7.2 ქულა დაუწერა, რაც მეორე საუკეთესო შეფასება იყო დანიელთა რიგებში დენის ვავროს შემდეგ (7.4), თუმცა უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ნახევარმცველი ზეკა დაასახელა.

დანიურმა ვებგვერდმა bold.dk-მ ხოჭოლავას თამაში 6 ქულით შეაფასა, მხოლოდ ვავრომ და ზეკამ დაიმსახურეს უფრო მაღალი ქულა (7): "ქართველი მცველი ორთაბრძოლებში გამოირჩეოდა და მეტოქეს ხელი ბევრჯერ შეუშალა, მათ შორის, გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს გოლის მიღებისგანაც იხსნა. დენის ვავროსთან ერთად ხოჭოლავა სევილიას თავდამსხმელებს საკმაოდ კარგად აკონტროლებდა და ესპანელებს ბევრი საგოლე შანსის შექმნის საშუალება არ მისცა", - წერს ხსენებული საიტი.

შეგახსენებთ, რომ კოპენჰაგენმა G ჯგუფის ორ ტურში 4 ქულა მოიპოვა და ხოჭოლავამ ორივე შეხვედრაში ითამაშა. დანიის ჩემპიონი მესამე ტურის მატჩს ინგლისურ მანჩესტერ სიტისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები