Thumbnail
  • იოკიჩის და იანისის შემდეგ ევრობასკეტიდან დონჩიჩიც გავარდა
  • სლოვენიელები ძალიან იმედგაცრუებულები არიან
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ევროპის მოქმედი ჩემპიონი სლოვენიის ნაკრები ევრობასკეტს, ყველასათვის მოულოდნელად, მეოთხედფინალში დაემშვიდობა. NBA-ს სუპერვარსკვლავ ლუკა დონჩიჩის გარშემო აწყობილი გუნდი წყვილში უპირობო აუტსაიდერად მიჩნეულ პოლონეთთან 87:90 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტს მოქმედი გამარჯვებული ასე ნაადრევად 2009 წლის შემდეგ პირველად დაემშვიდობა.

მოკლედ, ნახევარფინალში არც NBA-ს MVP ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) იქნება, არც იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი) და არც ლუკა დონჩიჩი (დალასი).

პოლონეთთან მარცხის შემდეგ სლოვენიელთა სუპერვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ თავის მართლება არ უცდია: “დღეს საშინლად ვითამაშე. ჩემს გუნდსაც ვუღალატე და მთელ ქვეყანასაც.” - განაცხადა ლუკამ.

“ძალიან ვწუხვართ. ცხელ გულზე რამის თქმა ალბათ უაზრობაა, ყველაფერი კარგად უნდა გავაანალიზოთ. წელს ზედმეტად ბევრი მატჩი დავთმეთ მეორეხარისხოვან ნაკრებებთან - ფინეთთან, ბოსნიასთან და ახლა პოლონეთთანაც. შეცდომებზე ვერაფერი ვისწავლეთ. სირცხვილია,” - ეს კლემენ პრეპელიჩის სიტყვებია.

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელი გერმანია ესპანეთს შეხვდება, ხოლო პოლონეთი კი - კიდევ ერთ ფავორიტ საფრანგეთს. ორივე მატჩი 16 სექტემბერს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები