Thumbnail

FIFA 23 | გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • FIFA 23-ში მამარდაშვილის რეიტინგი 77-ს შეადგენს
  • ახალგაზრდა ფეხბურთელებში პედრი ყველაზე რეიტინგულია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი FIFA 23-ში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის მოხვდა, რომელთა ასაკი 21-ს არ აღემატება. ვალენსიას გოლკიპერი ამ სიაში 26-ე ადგილს იკავებს.

FIFA 23-ში მამარდას რეიტინგი 77-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 3-ით მეტია. თამაშში ახალგაზრდა და პერსპეტქიულ მოთამაშეებში ყველაზე დიდი რეიტინგი კატალონიის ბარსელონას ფეხბურთელს - პედრის აქვს (85), მეორე პოზიციას დორტმუნდი ბორუსიას 19 წლის ნახევარმცველი - ჯუდ ბელინგემი იკავებს (84), ხოლო მესამე ადგილზე მიუნხენის ბაიერნის განაპირა მცველი ალფონსო დევისია (84).

მამარდაშვილის ვალენსიამ წლევანდელი ლა ლიგის გათამაშება არადამაჯერებლად დაიწყო. ჯენარო გატუზოს გაწვრთნილმა გუნდმა 5-იდან 3 თამაში წააგო, მათ შორის უკანასკნელი - სტუმრად რაიო ვალეკანოსთან (1:2). მიუხედავად ამისა, "ღამურების" 21 წლის ქართველი მეკარე ავტორიტეტულმა საიტმა Whoscored-მა ლა ლიგის მე-5 ტურის 11 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლო ამბები