Thumbnail

კასრაძემ ფინალი წააგო - პირველი მედალი საქართველოს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პრაღაში იუნორთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
  • მედლის მოგების შანსი ორ ქართველს ჰქონდა, კასრაძემ ფინალი წააგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაიწყო. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში პირველ საჭიდაო დღეს საქართველო ერთ მედალს დასჯერდა.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში თორნიკე მაზიაშვილი რეპეშაჟში რუმინელ ალექსანდრუ მატეისთან დამარცხდა. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ქართველი ნახევარფინალში გავიდა: თენგო ზირაქაშვილი და ალეკო კასრაძე. ზირაქაშვილი ნახევარფინალში თურქ მუჰამედ დემირელთან დამარცხდა, რომელმაც ფინალში ალეკო კასრაძეს მოუგო. კასრაძე ერთადერთი ქართველია, რომელიც პირველ დღეს ვერცხლის მედალს მოუგო.

თითო ეტაპი გაიარეს ჯულიეტა როდონაიამ (48 კგ.), მარიამ ფოცხვერაშვილმა (52 კგ.) და ნინო წიკლაურმა, რის შემდეგაც ტურნირს გამოეთიშნენ, ხოლო ნინო ლოლაძემ (57 კგ) პირველივე ეტაპზე წააგო.

მომდევნო დღეებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ღირსებას იუნორთა ევროპის ჩემპიონატზე კოტე კაპანაძე (73 კგ.), გიორგი ჯაბნიაშვილი (81 კგ.), თორნიკე ფოლადიშვილი (90 კგ.), მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ.), შალვა გურეშიძე, უჩა ტაბატაძე (ორივე – მძიმე), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.) და მარინე მაისურაძე (78 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები