Thumbnail
  • დიდი პაუზის შემდეგ, ოთარ კიტეიშვილმა შტურმის შემადგენლობაში ითამაშა
  • ქართველების სლოვანმა სომხურ პიუნიკთან უშანსოდ წააგო

ევროპალიგასა და კონფერენსლიგაზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ქართველი მოთამაშეების კლუბებმაც მიიღეს მონაწილეობა. ირაკლი აზაროვის ცრვენა ზვეზდამ სტუმრად ტრაბზონთან 1:2 წააგო, აზაროვი სათადარიგო სკამზე დარჩა. ფერენცვაროშმა მონაკოს სტუმრად 1:0 მოუგო, მაგრამ გიორგი ხარაიშვილი არც ამჯერად იყო უნგრელთა განაცხადში.

ლუკა გუგეშაშვილის ყარაბაღმა ფრანგული ნანტი უშანსოდ დაამარცხა - 3:0. სამწუხაროდ, ქართველი მეკარე ისევ სათადარიგო სკამზე იყო. გურამ კაშიას, ჯაბა კანკავასა და გიორგი ჩაკვეტაძის სლოვანი სომხურ პიუნიკთან 0:2 დამარცხდა. კაშიამ და ჩაკვეტაძემ მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო ჯაბას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

ოთარ კიტეიშვილის შტურმი როტერდამის ფეიენოორდთან 0:6 განადგურდა. ''ერთადერთი პოზიტივი ისაა, რომ ოთარი დაბრუნდა'', - წერს შტურმის ოფიციალური გვერდი. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა, ის მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა.

ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის ლეხმა აუსტრიას 4:1 აჯობა. კვეკვესკირი მოედანზე 58-ე წუთამდე იყო, რის შემდეგაც ის მწვრთნელმა შეცვალა. გიორგი წიტაიშვილი კი სათადარიგო სკამზე დატოვა.

ევროპალიგისა და კონფერენსლიგის მესამე ტურის მატჩები უკვე ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. გუნდები კიდევ ერთ ტურს ჩაატარებენ შიდა ჩემპიონატში და შემდეგ სანაკრებო მატჩები დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები