Thumbnail

სიტუაცია გართულდა - ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მეოთხედ წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან გორგაძემ აკი ბაშოს მეექვსე დღეს ტაკანოშოსთან წააგო
  • ქართველ სუმოიტს სექტემბრის ბაშოზე 2 მოგება და 4 მარცხი აქვს

ტოკიოში სექტემბრის (აკი) ბაშო გრძელდება, რომელშიც ლევან გორგაძემ მეექვსე ბრძოლა გამართა და მეოთხედ დამარცხდა. ტოჩინოშინი იაპონელ ტაკანოშოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით წააგო. ტაკანოშომ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ლევანი მარტივად დაამარცხა. ლევანს აკი ბაშოზე 2 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა.

სექტემბრის ბაშოს მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუ იქნება, რომელსაც აკი ბაშოზე 5 მოგება და 1 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები