Thumbnail

ჯოკოვიჩი ფედერერის ამბავს დაგვიანებით გამოეხმაურა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • როჯერ ფედერერი უნიკალურ კარიერას ამთავრებს
  • ნოვაკ ჯოკოვიჩმა პოსტი 24 საათის შემდეგ გამოაქვეყნა

როჯერ ფედერერის განცხადებიდან 24 საათის შემდეგ, მისი კარიერის დასრულებას ნოვაკ ჯოკოვიჩიც გამოეხმაურა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბევრმა გამოცემამ დაწერა, რომ ჩოგბურთის სერბი სუპერვარსკვლავი კომენტარის გაკეთებას აგვიანებდა. შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა კომენტარი ხუთშაბათსვე გააკეთა.

“ნოვაკის კომენტარი არ ჩანს, ყველას გვაინტერესებს მისი რეაქცია ფედერერის კარიერის დასრულებაზე” - ასეთი შინაარსის პოსტებსა და სტატიებს განსაკუთრებით სერბული გამოცემები წერდნენ.

ჯოკოვიჩმა პოსტი პარასკევს შუადღისას, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა: “ჩემთვის პატივია, რომ გიცნობ კორტზეც და მის მიღმაც. ასე იქნება კიდევ ბევრი წელი,” - წერს დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებული ჯოკოვიჩი, - “ვიცი, რომ შენი ცხოვრების ახალი ეტაპი გასაოცარ მომენტებს მოგიტანს შენ, მირკას, თქვენს შვილებს, შენს საყვარელ ადამიანებს და როჯერის ფანებს.”

ნოლემ პოსტში ფედერერთან 10-წლიანზე ხანგრძლივი მეტოქეობა, “დაუჯერებელი მომენტები და ბრძოლები” გაიხსნება. მან როჯერის წინააღმდეგ 50-ჯერ ითამაშა  და 27-ჯერ მოიგო - აქედან 5-დან 4 ფინალი დიდი სლემის ტურნირებზე. განსაკუთრებულია მათი ეპიკური მატჩი 2019 წელს, უიმბლდონის ღია პირველობაზე, რომელშიც ჯოკოვიჩმა ორი მატჩპოინტი გადაარჩინა და როჯერი 5-სეტიან დაუვიწყარ ტრილერში დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები