- გენო პეტრიაშვილმა ყაზახი მეტოქე დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
- იაკობიშვილის ბრინჯაო - პირველი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე
- მარცხი ნახევარფინალში - მირიან მაისურაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
125 კგ წონით კატეგორიაში გენომ, რომელიც მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონია, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ყაზახი ოლეგ ბოლტინი 11:4 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე პერიოდის დასაწყისში ყაზახმა ზედიზედ 4 ქულა აიღო და 4:2 დაწინაურდა, პეტრიაშვილმა უპირატესობა მალევე დაიბრუნა და გამარჯვება არ გასჭირვებია.

აქვე ვთქვათ, რომ ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში მონღოლ ლხგვაგერელ მუნხტურთან 2:4 წააგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა, ხოლო ნახევარფინალამდე ინდოელი დინეშ დინეში 4:0 და ამერიკელი ჰაიდენ ნიკოლას ზილმერი 9:4 დაამარცხა.
გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერაში მე-7 მედალი მოიპოვა (3 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო).
დღესვე, საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ.) მოუტანა, რომელიც ბრინჯაოს დაეუფლა. ამგვარად, საქართველოს მონაგარი მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს 2 მედალია.
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს მირიან მაისურაძე. გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ 3 ქართველი მოჭიდავე ჩაერთვება - თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), ბექა ლომთაძე (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ).
კომენტარები