Thumbnail

ევრობასკეტი 2022-ის პირველ ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა პოლონეთის გუნდი გაანადგურა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ფრანგებმა მეტოქეს მხოლოდ 17 ბურთის ჩაგდების უფლება მისცეს და პოლონელები 41-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს - 95:54. 

პოლონეთის ნაკრებმა საფრანგეთს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა პირველ ნახევარში გაუწია და მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩებოდა (9:15). თუმცა, პირველ ტაიმის შემდეგ პოლონელებს მხოლოდ 18 ქულა ჰქონდათ და 16 ქულით მარცხდებოდნენ (18:34), მეორე ტაიმში კი ფრანგებმა ტემპს მოუმატეს და აღმოსავლეთევროპელებმა მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს. 

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა გერშონ იაბუსელემ ჩააგდო. მადრიდის რეალის ფორვარდმა პოლონელთა კალათში 22 ქულა მოათავსა. ნიუ იორ ნიქსის მცველმა ევან ფურიემ შეხვედრა 10 ქულით, 4 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. მინესოტასა და NBA-ის ვარსკვლავმა რუდი გობერმა პარკეტზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა. ამ დროში საფრანგეთის ნაკრების ცენტრი საკუთარ გუნდს 6 ქულით, 6 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 3 ბლოკით დაეხმარა. პოლონეთის ნაკრების რიგებში საუკეთესო 9 ქულით ენტონი დერენ სლოტერი გახლდათ. 

საფრანგეთის ნაკრები კი ევრობასკეტის ფინალში მესამედ გავიდა. აქამდე მსგავსი მიღწევა ფრანგებს 2011 და 2013 წლებში ჰქონდათ. 9 წლის წინ გამართული ევროპირველობის ფინალში საფრანგეთმა ლიეტუვა 80:66 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. 'ლურჯების' მეტოქე ფინალში გერმანიასა და ესპანეთს შორის გამარჯვებული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები