Thumbnail

U19 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საქართველოს U19 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს
  • დანიაში გასამართი სამი მატჩისთვის სამწვრთნელო შტაბმა 20 ფეხბურთელი გამოიძახა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 21 სექტემბრიდან ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს, რომელსაც დანია უმასპინძლებს. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ჯგუფში მასპინძელ დანიას, ინგლისსა და მონტენეგროს შეხვდება.

დანიაში გასამართი მატჩებისთვის, 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ტრავმის გამო გაბრიელ სიგუა და ლუკა წულუკიძე ვერ დაეხმარებიან. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილოების მისაღებად 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს U19 ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), პაპუნა ბერუაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია).

მცველები: რომა მორჩილაძე (დინამო თბილისი), არჩილ დათუაშვილი (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი).

ნახევარმცველები: მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი ბართია (საბურთალო), ლაშა კალანდაძე (ლოკომოტივი), თემურ გოგნაძე (დინამო თბილისი), ომარ თოდუა (დინამო თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (დინამო თბილისი), თენგიზ ალიბეგაშვილი (გაგრა).

თავდამსხმელები: დავით გოცირიძე (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემირსპორი, თურქეთი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიას (21 სექტემბერი), ინგლისსა (24 სექტემბერი) და მონტენეგროს (27 სექტემბერი) დაუპირისპირდება, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მალტაში 2023 წლის 3-16 ივლისს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები