Thumbnail

მოგება 3 მარცხის შემდეგ - ტოჩინოშინმა ვაკამოტოჰარუს აჯობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან გორგაძემ აკი ბაშოს მეშვიდე დღეს ვაჰამოტოჰარუს ჰიკიოტოშით მოუგო
  • ქართველ სუმოიტს სექტემბრის ბაშოზე სამი მოგება აქვს

ტოკიოში სექტემბრის (აკი) ბაშო გრძელდება, რომელშიც ლევან გორგაძემ მეშვიდე ბრძოლა გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინი იაპონელ ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ჰიკიოტოშის ილეთით გაიმარჯვა. ლევანის ბალანსი ამ დროისთვის 3 მოგება და 4 მარცხია.

სექტემბრის ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-10 მაეგაშირა ნიშიკიფუჯი იქნება, რომელსაც აკი ბაშოზე 5 მოგება და 2 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები