Thumbnail

დენის შრიოდერი ლეიკერსში დაბრუნდა - ვესტბრუკს სკამზე დასვამენ?

  • ლეიკერსმა გერმანიის ნაკრების ლიდერთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა
  • 29 წლის გამთამაშებელი კალიფორნიულ კლუბში 2022/21 წლებშიც გამოდიოდა
  • ამერიკულ მედიაში ლეიკერსში რასელ ვესტბრუკის პერსპექტივაზე აქტიურად წერენ

ლოს ანჯელეს ლეიკერსმა გერმანიის ნაკრების 29 წლის გამთამაშებელთან დენის შრიოდერთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა. გარიგების შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება, მაგრამ ინსაიდერთა ცნობით, მხარეები წლიურ კონტრაქტზე, 2.64 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ.

"მოხარული ვართ დენის შრიოდერის ლეიკერსში მოსვლის გამო. ის შემადგენლობას გაგვიღრმავებს და მცველის პოზიციას შეავსებს. დენისი გამოცდილი მექულე და გამთამაშებელია. ძალიან გვიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოსვლის შემდეგ, ჩვენთან დაბრუნდება", - განაცხადა ლეიკერსის გენერალურმა მენეჯერმა რობ პელინკამ.

შრიოდერი გერმანიის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ამერიკელი ჟურნალისტები უკვე წერენ იმაზე, რომ კალიფორნიული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი დარვინ ჰემი, რომელსაც ხელმძღვანელობისგან სრული მხარდაჭერა აქვს, სკამზე დასვამს რასელ ვესტბრუკს. 33 წლის ვარსკვლავი გასული სეზონის 78-ივე მატჩში სასტარტოს მოთამაშე იყო. 

შეგახსენებთ, რომ დენის შრიოდერი ლეიკერსის ღირსებას 2020/21 წლების სეზონშიც იცავდა, მაგრამ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კლუბთან მოლაპარაკება ვერ შეძლო და 2021 წლის ზაფხულში ბოსტონში გადავიდა, 2022 წლის თებერვალში კი ჰიუსტონ როკეტსში აღმოჩნდა, რომლის მასიურით NBA-ს 15 მატჩში საშუალოდ 10,9 ქულა, 5,9 პასსა და 3,3 მოხსნას ითვლიდა.

შრიოდერი და ვესტბრუკი ოკლაჰომაში თანაგუნდელები იყვნენ

დენის შრიოდერმა გერმანიის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტ 2022-ის ნახეფარფინალამდე გააღწია, სადაც ესპანეთთან დამარცხდა (91:96) და მესამე ადგილისთვის მატჩში პოლონეთს შეხვდება (18 სექტემბერს). ტურნირში, რომლის დასკვნით ეტაპს გერმანია მასპინძლობს, დენისის საშუალო სტატისტიკა 21,6 ქულა, 7,3 პასი და 2.4 მოხსნაა.

კომენტარები

ბოლო ამბები