- ბელგრადში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს
- მირიან მაისურაძემ ბრინჯაოსთვის შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში მოიგო
- მსოფლიოს ჩემპიონატი | გივი მაჭარაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მესამე ბრინჯაოს მედალი მირიან მაისურაძემ მოუტანა. ქართველმა მოჭიდავემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრი, ამჟამად ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ახმედ ბატაევი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა - 12:10.
მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა იაპონელი სოშუკე ტაკატანისა (2-1) და ყაზახი ადილეტ დავლუმბაევის (12-2) დამარცხებით დაიწყო, მაგრამ ნახევარფინალი ირანელ კამრან გორბან გასემპურთან დათმო (0-5) და ოქროსთვის ბრძოლას ჩამოშორდა.
აღსანიშნავია, რომ მირიან მაისურაძემ ბელგრადში წელს ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. 23 წლის მოჭიდავემ ზაფხულში უნგრეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზეც ბრინჯაო დაისაკუთრა.
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც კვირას დასრულდება, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ბრინჯაოს სამი მედალია. მანამდე პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (70) და გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ. ჩემპიონატის ბოლო დღეს, 18 სექტემბერს, კიდევ ერთი ბრინჯაოსთვის გივი მაჭარაშვილი იბრძოლებს (97).
კომენტარები