Thumbnail
  • პრაღაში იუნორთა ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა დასრულდა
  • საქართველოს იუნორთა ნაკრებმა ჩეხეთში 4 მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისთა ნაკრებმა იუნორთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს სამი მედალი მოიპოვა და ტურნირი ინდივიდუალუარ ასპარეზობაში 4 მედლით დაასრულა. 

100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მიხეილ ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ნიდერლანდელ სილვან ბულტჰუისს აჯობა. შეხვედრა დამატებით დროში გადავაიდა, სადაც ჯაფარიძემ მე-7 წამზე იპონით მოიგო.

მძიმე წონაში საქართველოს ორი მედალი ერგო: უჩა ტაბატაძემ ესტონელ კარლ პრილინ ტურკს მოუგო და ბრინჯაოს დაეუფლა, ხოლო შალვა გურეშიძემ თურქი მუნირ ერთუგი იპონით დაამარცხა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.


საქართველომ ტურნირი ინდივიდუალურ ასპარეზობაში 4 მედლით დაასრულა: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს ალეკო კასრაძემ (-66 კგ) ფინალური შეხვედრა დათმო.

კომენტარები

ბოლო ამბები