Thumbnail

მორიგი ნოკაუტი - თანზილოვმა კარიერაში მერვე ბრძოლა მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ოთარ თანზილოვმა კარიერაში მერვე ბრძოლა ჩაატარა და მერვე გამარჯვება იზეიმა
  • ქართველს კარიერაში 8-დან 7 ბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული

GFC-ს მოქმედმა ჩემპიონმა, ოთარ თანზილოვმა UAE WARRIORS-ში პირველი ბრძოლა გამართა და გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველად იჩხუბა. მისი მეტოქე ბრაზილიელი ედოარდო დინის დო ნასიმენტო იყო, რომელსაც ოთარმა მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.

ქართველმა მებრძოლმა კარიერაში მერვე გამარჯვება მოიპოვა. ოთარი ოქტაგონზე არასდროს დამარცხებულა. მას 100%-იანი შედეგი აქვს. აღსანიშნავია, რომ ოთარს 8-დან 7 ბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები