Thumbnail

'რა თქმა უნდა, წავედით!' - დვალიშვილი სანდჰეგენის გამოწვევას დათანხმდა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • კორი სანდჰეგენმა სონ იადონის დამარცხების შემდეგ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბი ისურვა
  • შესაძლოა, ქართველისა და ამერიკელის ჩხუბი წლის ბოლოს გაიმართოს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მე-4 ნომერმა კორი სანდჰეგენმა (15-4) სონ იადონის (19-7) დამარცხების შემდეგ ოქტაგონზე მიცემულ ინტერვიუში სასურველ მეტოქეებად მერაბ დვალიშვილი და ჩიტო ვერა დაასახელა. 

ამერიკელმა ჩინელი მე-4 რაუნდის შემდეგ, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა - ექიმმა იადონს ჩხუბის გაგრძელების უფლება არ მისცა. კორის კი მომავალი ბრძოლის ჩატარება ამავე წელს სურს. 

"მომდევნო მეტოქე? ყველაზე აშკარა სახელებია, რომელთა წინააღმდეგაც ჩხუბი მინდა. ორივე მათგანი ძალიან განსხვავებული სახის გამოწვევაა, ორი თითქმის სრულად საწინააღმდეგო სტილის მებრძოლი. თუმცა, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი იქნება, მთავარია, ერთ-ერთთან შობას მაჩხუბონ," - თქვა ამერიკელმა. 

სანდჰეგენის გამოწვევას ჩიტო და მერაბი მალე გამოეხმაურნენ. კოლუმბიელმა თქვა, თუ კორის უნდა, ვეჩხუბებიო, ქართველი ამერიკელს უყოყმანოდ დათანხმდა და ტვიტერზე დაწერა: "რა თქმა უნდა, ჩემი პასუხია დიახ! წავედით!"

დვალიშვილმა ბოლოს 20 სექტემბერს იჩხუბა და ჟოზე ალდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ქართველი ‘მანქანა’ წონის მე-3 ნომერია და ტიტულზე ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახლავთ, მაგრამ სანამ ჩემპიონი მისი მეგობარი ალჯამეინ სტერლინგია, მასთან ჩხუბს არ აპირებს. როგორც თავად მერაბმა განაცხადა, მას არ ეჩქარება და იცის, რომ შანსს აუცილებლად მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები