Thumbnail

ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფალავანმა ბოლო წამებზე იმარჯვა
  • საქართველოს ნაკრები ხუთეულში მოხვდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართული ტურნირის დასკვნით დღეს კვარცხლბეკზე ასვლა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.) მოახერხა.

მაჭარაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის უნგრეთი სახელით მოასპარეზე ვლადისლავ ბაიცაევს გაეჯიბრა და ორთაბრძოლის დასრულებამდე 18 წამით ადრე 0:2-ს აგებდა, როდესაც მოწინააღმდეგე 4-ქულიან ილეთზე დასცა და მართალია, იქვე ქულა თავადაც დათმო, საქმის ბოლომდე მიყვანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ გივიმ ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, სადაც ლიეტუველი ლუკას კრასაუსკასი 10:0 დაამარცხა, მერვედფინალში ყაზახ მამედ იბრაგიმოვს 8:2 სძლია, მეოთხედფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის სახელით მოასპარეზე მაგომედგაჯი ნუროვს 6:4 მოუგო, ნახევარფინალში კი ვერაფერი გააწყო ბატირბეკ ცაკულოვთან (სლოვაკეთი) – 0:10.

შეგახსენებთ, რომ მაჭარაშვილამდე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ.), მირიან მაისურაძემა (92 კგ.) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) დაისაკუთრეს. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 68 ქულა მოაგროვა და მონღოლეთთან ერთად, მეოთხე-მეხუთე ადგილები გაინაწილა, პირველი სამეული კი ასე დაკომპლექტდა: აშშ - 198, ირანი - 150, იაპონია - 70.

გივი მაჭარაშვილის გამარჯვება ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უნგრეთის სახელით მოასპარეზე ბაიცაევის წინააღმდწგ

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Sunday, September 18, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები