გასული უიკენდი ქართველი ფეხბურთელებისთვის ძალიან კარგი გამოვიდა: ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილს და გიორგი მამარდაშვილს შესანიშნავი თამაშები ჰქონდათ. მათ ფონზე, ძალიან სამწუხაროა ლუკა გაგნიძის შესახებ გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც, მას მოსკოვის დინამოდან წასვლა არ შეუძლია.
ნაპოლი | ვინ რა თქვა და დაწერა კვარაზე
უიკენდის გმირი ისევ ხვიჩა კვარაცხელიაა. ნაპოლის ქართველმა შემტევმა, საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე "სან სიროზე" ძალიან კარგად ითამაშა. მისმა ნაპოლიმ მილანს სტუმრად 2:1 მოუგო. მართალია, ხვიჩას არ გაუტანია, მაგრამ გუნდის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა: კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, რითაც ნეაპოლელებმა მილანში ანგარიში გახსნეს. რა თქვეს ნაპოლის მეორე მწვრთნელმა მარკო დომენიკიმ (ლუჩანო სპალეტი დისკვალიფიცირებული იყო) და მილანის დამრიგებელმა სტეფანო პიოლიმ და რას წერს იტალიური მედია ხვიჩაზე, ქვემოთ მოცემულ ბმულზე ნახავთ.
📋 | ყველა სიახლე კვარაცხელიას შესახებ ნახეთ აქ.
ბორდო | ზურიკოს მაგარი დებიუტი
ზურიკო დავითაშვილი ბორდოში უკეთეს დებიუტს ვერ ინატრებდა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურის შეხვედრაში ჟირონდელებმა დიჟონს უმასპინძლეს და სწორედ დავითიშვილის გოლის წყალობით შეძლეს 3 ქულის მოპოვება. თანაც, ქართველ ფორვარდს ძალიან ეფექტური გოლი გამოუვიდა. მატჩის შემდეგ, ბორდოს მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილზე ვრცლად და საინტერესოდ ილაპარაკა.
📋 | ზურიკოს გოლი და მწვრთნელის კომენტარი ნახეთ აქ.
ვალენსია | რას წერენ მამარდაშვილზე
ძალიან კარგი უიკენდი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილსაც. ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში მისმა ვალენსიამ შინ ვიგოს სელტა 3:0 დაამარცხა. მამარდაშვილმა მაღალ დონეზე ითამაშა, კარი მშრალად შეინახა, ერთი სუპერ-მოგერიებაც ჰქონდა და ლოგიკურია, რომ ესპანური გამოცემებისგანაც კარგი შეფასებები მიიღო.
📋 | გატუზოს კომენტარი და ესპანური მედიის გამოხმაურება წაიკითხეთ აქ.
რუსეთი | გაგნიძე მოსკოვის დინამოდან ვერ წავა
როგორც ჩანს, ლუკა გაგნიძე რუსეთს კიდევ დიდხანს ვერ დატოვებს - მიუხედავად იმისა, რომ ფიფას წესების თანახმად, ამის გაკეთება შეეძლო. 19 წლის ნიჭიერი ნახევარმცველის შესახებ, რომელიც მოსკოვის დინამოშია, კლუბის გენერალურმა დირექტორმა პაველ პივოვაროვმა ილაპარაკა. მისი თქმით, ლუკას მოსკოვის დინამოსთან ხელი აქვს მოწერილი შეთანხმებაზე, რომ არსად წავა.
📋 | მოსკოვის დინამოს დირექტორის კომენტარი წაიკითხეთ აქ.
კრივი | კანელოს დამაჯერებელი გამარჯვება
საულ "კანელო" ალვარესმა, მისთვის მძიმე წელი გენადი გოლოვკინთან ტრილოგიით დაასრულა და ლას ვეგასში ყაზახ მებრძოლს მეორედ მოუგო. მათ შორის პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა, მეორე კანელომ თითქმის გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო, ახლა კი 40 წლის გოლოვკინს სუფთად სძლია.
📋 | კანელოს და GGG-ს ბრძოლა ნახეთ აქ.
კომენტარები