Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი რინერის გარეშე - თუშიშვილს მთავარი კონკურენტი ჩამოშორდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტედი რინერმა ტრავმა მიიღო და მსოფლიოს პირველობაზე ვერ გამოვა
  • მოახლოებულ ტურნირს  6-13 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი უმასპინძლებს

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის დაწყებამდეც ორ კვირაზე ცოტა მეტი რჩება, ლეგენდარული ფრანგი სპორტსმენის ტედი რინერის გარეშე ჩაივლის. აღნიშნულის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში თავად 33 წლის რინერმა გაავრცელა.

“მოხდა ის, რისი ყველაზე მეტად მეშინოდა. სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ ვარჯიშის დაწყებას კიდევ რამდენიმე კვირა ვერ შევძლებ, ამდენად, გამორიცხულია, რომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მოვახერხო”.

საფრანგეთის ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერისთვის დანავსული მსოფლიოს პირველობის წინა შეკრება გამოდგა. ტედი მაროკოს ქალაქ რაბატში ემზადებოდა, როდესაც კოჭის ტრავმა მიიღო და როგორც გაირკვა, მალე მომჯობინებას ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, რომ რინერი ძიუდოს სამყაროს ყველაზე ვარსკლავური წარმომადგენელია. მას მსოფლიოს ჩემპიონატი 10-ჯერ აქვს მოგებული, ევროპირველობა – 5-ჯერ, ოლიმპიადებზე კი 3 ოქროს მედალი (ერთხელ გუნდურში) აქვს მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 6-13 ოქტომბერს არის დაგეგმილი და მას უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი უმასპინძლებს. მძიმე წონაში (+100 კგ.) საქართველოს ნაკრების ღირსებას გურამ თუშიშვილი დაიცავს და ცხადია, რომ რინერის გამოკლებით, მას ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი ჩამოშორდა.

საქართველოს ნაკრები

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-100 კგ: ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ: გურამ თუშიშვილი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები