Thumbnail
  • ბექა გიგაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა და კლერმონს ლელო დაუდო
  • ორიაკმა ქართველების ლელოებით მძიმე მატჩი მოიგო

TOP 14-ის მესამე ტურში ბექა გიგაშვილის ტულონმა კლერმონს 30:29 მოუგო. გიგაშვილმა მატჩის 35-ე წუთზე შეძლო ლელოს დადება. ბექა მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრის 56-ე წუთზე შეცვალა. ქართველ მორაგბეს კარგი თამაში დაუფასდა და ის ტოპ 14-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ტულონი 8 ქულით მე-7 ადგილზეა.


დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის ლიონი გია ხარაიშვილის რასინგთან სტუმრად დამარცხდა - 19:32. ლიონის ქართველმა მორაგბემ, დავით ნინიაშვილმა ერთ-ერთ ეპიზოდში ხაზი ბრწყინვალედ გაჭრა და თანაგუნდელს ლელო დაადებინა. ორივე ქართველმა მატჩი სრულად ჩაატარა. ლიონი 5 ქულით ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.


ორიაკმა მასი 36:29 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში ხუთმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა: გიორგი ქართველიშვილმა, გიორგი ჯავახიამ, ბექა შვანგირაძემ, გიორგი გოგოლაძემ და მიხეილ ალანიამ. ორმა ქართველმა მეტოქეს ლელო დაუდო. თავი გიორგი ჯავახიამ და ბექა შვანგირაძემ გამოიჩინეს. ორიაკს 4 ტურში 12 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები