Thumbnail

მანუელ ნოიერის სპეციალური სამკლავური დისკრიმინაციის წინააღმდეგ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გერმანიის ნაკრების კაპიტანს მსოფლიოს ჩემპიონატზე სპეციალური სამკლავური ექნება
  • აქციაში სხვა ქვეყნების ნაკრები გუნდების წევრებიც ჩაერთვებიან

გერმანიის ნაკრების კაპიტან მანუელ ნოიერს მსოფლიოს ჩემპიონატზე სპეციალური სამკლავური ექნება - ნიშნად იმისა, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგი და მრავალფეროვნების მომხრეა. სამკლავურზე გამოსახულია გულის ფორმა ბევრი ფერით და წარწერა “One Love”. ინფორმაცია ბუნდესკაპიტნის სპეციალური სამკლავურის შესახებ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა გაავრცელა.

“ჩვენ ყველას ფეხბურთისადმი სიყვარული გვაერთიანებს. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ვართ, როგორ გამოვიყურებით და ვინ გვიყვარს. ფეხბურთი ყველასია და უნდა იყოს ყველასათვის, ვინც თავს დაჩაგრულად და გარიყულად გრძნობს, ყველგან, მთელს მსოფლიოში,” - ეს ნოიერის სიტყვებია.

აქციაში ასევე ჩაერთვებიან ინგლისის, ნიდერლანდების, ბელგიის, შვეიცარიის, უელსის, საფრანგეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ნაკრების კაპიტნებიც - მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე (20 ნოემბერი - 18 დეკემბერი) ყველა არ გასულა. 

“ვამაყობ, რომ ამ მესიჯს მსოფლიოს ჩემს კოლეგებთან, სხვა ქვეყნის ნაკრები გუნდების კაპიტნებთან ერთად გავუგზავნი. თითოეულის აზრს და ხმას მნიშვნელობა აქვს,” - დასძინა ნოიერმა. მას სპეციალური სამკლავურის პირველად გაკეთება პარასკევს, ერთა ლიგის მატჩში სურდა, როცა გერმანიის ნაკრები ლაიპციგში უნგრეთს უმასპინძლებს, მაგრამ ვერ მოახერხებს, რადგან კორონავირუსი დაუდასტურდა.

კომენტარები

ბოლო ამბები