Thumbnail

Best Wonderkid XI: კვარაცხელია საუკეთესოთა შორის ჰაალანდთან ერთად

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის 23-წლამდელთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რომელიც იტალიურმა Il Corriere dello Sport-მა და Delphlyx-მა (ცნობილი პლატფორმა, რომელიც გუნდებისა და მოთამაშეების პერფორმანსს აფასებს) ერთობლივად შეადგინეს.

Best Wonderkid XI იმ ფეხბურთელებით დაკომპლექტდა, რომლებიც 1999 წელს და მას მერე არიან დაბადებულები. ფეხბურთელები ევროპის ტოპ-ცხრა ჩემპიონატიდან იყვნენ შერჩეულნი, კვარაცხელია კი ერთადერთია იტალიური სერია A-დან, რომელიც აღნიშნულ გუნდში მოხვდა.

Il Corriere dello Sport-ისა და Delphlyx-ის საუკეთესო თერთმეტეული

საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე ცნობილი ინგლისური მანჩესტერ სიტის ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდია, რომელსაც მიმდინარე სეზონის 10 მატჩში უკვე 14 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის კვარაცხელიას ამ სეზონში ასევე კარგი მაჩვენებლები აქვს: 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. ამჟამად, ხვიჩა საქართველოს ეროვნული ნაკრებში იმყოფება და ერთა ლიგაში ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტართან მატჩებისთვის ემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები