Thumbnail
  • იტალიელ ჟურნალისტი ლუკა ლოჩოშვილის შესახებ გვესაუბრა
  • რატომ შეეწყო ქართველი მცველი სერია A-ს ასე კარგად და ვის ამსგავსებენ

რაც ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო, ყველა ხვიჩა კვარაცხელიაზე ლაპარაკობს და წერს - საქართველოში გასაგებია, მაგრამ რეალურად, იტალიაშიც ასეა. ნაპოლის ახალ, ქართველ ვარსკვლავზე თითქმის ყველაფერი ითქვა და დაიწერა, რაც შეიძლებოდა. ანტონიო კასანოთი დაწყებული, ალესანდრო დელ პიეროთი გაგრძელებული, ვიდრე ფაბიო კაპელომდე, ვინ აღარ შეაფასა კვარას ბრწყინვალე სტარტი სერია A-ში. აი, იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე მეორე ქართველ ფეხბურთელზე, ლუკა ლოჩოშვილზე კი ბერვს არ საუბრობენ, რაც, კვარაცხელიასთან შედარებით, ლოგიკურიცაა, რადგან ჯერ ერთი, ლუკა მცველია და მეორეც: კრემონეზეში თამაშობს.

24 წლის ცენტრალური მცველის კრემონეზეში ტრანსფერი ბევრისთვის მოულოდნელიც იყო. თუმცა, ქართველმა ფეხბურთელმა კრემონული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მაშინვე დაიმკვიდრა და ძალიან კარგად გამოიყურება.

ლუკა ლოჩოშვილი ლაუტარო მარტინესის წინააღმდეგ, ინტერთან მატჩში

ჩვენ ვიპოვეთ იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, რომელიც კრემონელია, ადგილობრივი "კრემონაოჯისთვის" მუშაობს და უმეტესად სწორედ კრემონეზესთან დაკავშირებულ სიახლეებს აშუქებს. ამიტომაც, მისი აზრი ლოჩოშვილის შესახებ ორმაგად საინტერესოა. მას სწორედ ლუკაზე ვესაუბრეთ. ვიდეო-ინტერვიუში ნახავთ, რას ფიქრობს ქართველ მცველზე, რა მოსწონს მის თამაშში და რატომ ამსგავსებს მილანის ინტერისა და იტალიის ნაკრების უკანახაზელ ალესანდრო ბასტონის.

P.S. ცხადია, კვარაზეც ვკითხეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები