Thumbnail
  • ევროპოპის YouTube არხზე ახალი პროექტის პრემიერა შედგა
  • "გასვლით შეხვედრა" - დათი ხოჭოლავას კოპენჰაგენში ვესტუმრეთ
  • როგორ ცხოვრობენ და როგორი საზოგადოების წევრები არიან - სერიები ქართველ სპორტსმენებზე

ევროპოპი სტუმრად ქართველ სპორტსმენებთან - დღეიდან ჩვენს YouTube არხზე ახალი, განსაკუთრებული პროექტი დაიწყო!

"გასვლითი შეხვედრა" - ასე ჰქვია სერიებს, რომლის ფარგლებშიც ქართველ სპორტსმენებს იმ ქალაქებში ვესტუმრებით, სადაც ცხოვრობენ და მუშაობენ. გადაცემის წამყვანი, მარკეტერი და პრომოუტერი ლევან ღვინიანიძეა, რომელსაც ქართულ სპორტში მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

პირველი სერიის სტუმარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დათი ხოჭოლავაა. 29 წლის ცენტრალური მცველი დანიის კოპენჰაგენის ერთ-ერთი ლიდერია, მანამდე კი დონეცკის შახტარის ღირსებას იცავდა.

ალბათ საინტერესოა, როგორია, ცხოვრობდე მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქალაქში, იყო ადგილობრივი კლუბის ლიდერი და კვირაში ორჯერ 35 000 გულშემატკივრის წინაშე გიწევდეს თამაში.

ეს სერია ხოჭოლავას და კოპენჰაგენს ახლოს გაგაცნობთ. ნახეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. 

კომენტარები

ბოლო ამბები