Thumbnail
  • Goal-მა ბარსელონას ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერები ჩამოთვალა
  • პირველ სამეულში კოუტინიო, გრიზმანი და იბრაჰიმოვიჩი მოხვდნენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გამოცემა Goal-მა ბარსელონას ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც 15 ფეხბურთელი მოხვდა. 

კატალონიელეთა ყველაზე ცუდ ტრანსფერად 2018 წელს ლივერპულიდან ბრაზილიელი შემტევის ფილიპე კოუტინიოს დამატება დასახელდა, რომელიც კლუბს 120+40 მილიონი ევრო დაუჯდა. დიდი მოლოდინის მიუხედავად, კოუტინიომ ბარსელონაში თავი ვერ წარმოაჩინა და იჯარით ჯერ მიუნხენის ბაიერნში, შემდეგ კი ასტონ ვილაში ითამაშა. გასულ ზაფხულს ბირმინგემის კლუბმა მისი ტრანსფერის გამოსყიდვა გადაწყვიტა.

ბარსელონას მეორე ყველაზე ცუდ ტრანსფერად 2019 წლის ზაფხულში, მადრიდის ატლეტიკოდან 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ ანტუან გრიზმანის გადმოყვანა დასახელდა. ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი კატალონიურ გრანდს ვერ მოერგო, 2021 წლის ზაფხულში კი ატლეტიკომ უკან იჯარით დაიბრუნა. 

ჩამონათვალში მესამე შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩია. იბრა ბარსელონაში 2009 წელს, მილანის ინტერიდან გაავიდა 69,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მაგრამ ხოსეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა ვერ ააწყო და ერთი წლის შემდეგ მილანში ჯერ იჯარით, შემდეგ კი სრულფასოვანი ტრანსფერით გადავიდა.

ბარსელონას ყველაზე ცუდი ტრანსფერები Goal-ის ვერსიით:
1. ფილიპე კოუტინიო (ლივერპულიდან, € 120+40 მლნ);
2. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკოდან, € 120 მლნ);
3. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ინტერიდან, € 69,5 მლნ);
4. მარტინ ბრაიტვაიტი (ლეგანესიდან, € 18 მლნ);
5. მირალემ პიანიჩი (იუვენტუსიდან, გაიცვალა არტურში);
6. კეირისონი (პალმეირასიდან, € 14 მლნ);
7. დმიტრი ჩიგრინსკი (შახტარიდან, € 25 მლნ);
8. ალეკსანდრ ჰლები (არსენალიდან, € 17 მლნ);
9. ჯოვანი (კრუზეიროდან, € 18 მლნ);
10. ანდრე გომეში (ვალენსიადან, € 35 მლნ);
11. ალეკსანდრ სონგი (არსენალიდან, € 18 მლნ);
12. კრისტოფ დიუგარი (მილანი);
13. დუგლას პერეირა (სან პაულუდან, € 4 მლნ);
14. ნელსონ სემედუ (ბენფიკადან, € 30 მლნ);
15. ემანუელ პეტი (არსენალიდან).

კომენტარები

ბოლო ამბები