Thumbnail

მაგუაირი მანჩესტერის დაცვის ცუდ თამაშში ბრალს დე ხეას სდებს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ჰარი მაგუაირი მიიჩნევს, რომ დავიდ დე ხეა მას ცუდად ელაპარაკება
  • მანჩესტერის კაპიტანი იმითიც უკმაყოფილოა, რომ ესპანელი მეკარე ბაქანს არ ტოვებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

როგორც ESPN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი ჰარი მაგუაირი 'ეშმაკების' მეკარე დავიდ დე ხეას თამაშით უკმაყოფილო და გუნდის დაცვაში ცუდ გამოსვლას ესპანელს აბრალებს. 

ინგლისელ მცველს, პირველ რიგში, მოედანზე მეკარის სასაუბრო სტილი არ მოსწონს. ამას გარდა, ჰარისთვის მიუღებელია, რომ დე ხეა მეკარის ბაქანს იშვიათად ტოვებს. მისი აზრით, გასულ სეზონში ამ ორმა ფაქტორმა იმოქმედა მანჩესტერის დაცვაში ცუდ თამაშზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გუნდში ლისანდრო მარტინესის მისვლის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა. ამას კი ინგლისის ნაკრების მცველი იმით ხსნის, რომ დავიდი ლისანდროს მშობლიურ ესპანურ ენაზე ელაპარაკება. 

ამასთანავე, ფეხბურთელთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ მცველს მანჩესტერის სათამაშო სტილი არ ეკომფორტულება. 

"ჰარის სჭირდება, რომ მის გარშემო მყოფმა ფეხბურთელებმა მაღალი ტემპი დაიჭირონ, მანჩესტერ იუნაიტედში კი ეს არ ხდება. რუბენ დიაში იუნაიტედის დაცვაში რომ ჩასვა, მაგუაირი კი სიტის შემადგენლობაში, პორტუგალიელს პრობლემები ექნება, ჰარი კი ბრწყინვალედ ითამაშებს. ბოლო წელი მაგუაირის არ იყო, მას თანაგუნდელები და მწვრთნელები არ ეხმარებოდნენ. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში თავდაჯერებულობას კარგავ," - აღნიშნა წყარომ.

მიმდინარე სეზონში ჰარი მაგუაირმა ინგლისის პრემიერლიგის პირველი ორი მატჩი ძირითადში დაიწყო - ბრაიტონთან (1:2) და ბრენტფორდთან (0:4) მატჩები სრულად ჩაატარა. შემდეგ კი ზედიზედ 3 თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა. არსენალთან (3:1) მოედანზე მე-80 წუთზე გამოვიდა, შერიფთან (2:0) ევროპალიგაზე 90-ზე, რეალ სოსიედადთან (0:1) მინდორზე 90 წუთი დაყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები