Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
  • 30 წლის ნახევარმცველმა მომავალი დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდმა საწვრთნელი შეკრების მესამე დღეს ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში ბოლოსწინა შეხვედრას 23 სექტემბერს თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს, სამი დღის შემდეგ კი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება. საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 სთ-ზე დაიწყება.

თბილისის ზღვაზე გამართული ვარჯიშის შემდეგ, პოლონური ლეხის ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა სფფ-ის პრესსამსახურთან  ჩრდილოეთ მაკედონიასთან მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების წევრი): "სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გვაქვს კონკრეტული მიზანი - ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულება და სიმბოლურიც არის, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თბილისში უნდა მოხდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე შევასრულოთ დასახული ამოცანა. ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა, პირველ რიგში, გულშემატკივრებისთვის არის განსაკუთრებული, რადგან ისინი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე არ იმყოფებოდნენ და მიხარია, რომ სავსე სტადიონის წინაშე ვითამაშებთ".

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში 4-იდან 3 მატჩი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა და 10 ქულით ჯგუფის ლიდერია. ჯგუფში პირველობის გასანაღდებლად სანიოლის გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში ფრეც ჰყოფნის.

ზურიკო, ხვიჩა და გიორგი სანაკრებო პაუზას მაგარ ფორმაში შეხვდნენ
📸 | ფოტოები: NAKREBI.GE

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლევან შოვნაძე (სამგურალი).

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი), საბა კვერკველია (ნეფთჩი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), გურამ გიორბელიძე (ზაგლებიე), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი).

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), გიორგი წიტაიშვილი, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ლეხი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე), გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვანი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი).

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი).

კომენტარები

ბოლო ამბები