Thumbnail

უეფა ევროპის სუპერთასის ჩანაცვლებაზე ფიქრობს - ოთხთა ტურნირი, გუნდი MLS-იდან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფაში ევროპის სუპერთასის ახალ ტურნირად გადაკეთებაზე ფიქრობენ
  • ოთხთა ტურნირში ევროთასების გამარჯვებულები და MLS-ის გუნდი ითამაშებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია  

უეფაში ევროპის სუპერთასის ახალ ტურნირად გადაკეთებაზე ფიქრობენ, რომელშიც გუნდები ამერიკული MLS-იდანაც იქნებიან მოწვეულნი. ესპანური მედიის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მინი-ტურნირის ვარიანტს განიხილავს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ბუნებრივია, შემოსავლების გაზრდაა.

ჩანაფიქრის თანახმად, შეჯიბრებაში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს, გათამაშების ფორმატი კი ესპანეთის სუპერთასის ანალოგიური შეიძლება იყოს. ტურნირში ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგის, ევროპალიგისა და კონფერენსლიგის გამარჯვებულები და MLS-ის ჩემპიონი.  

უეფა, რომელიც ამერიკულ ბაზარს პერსექტიულ მიმართულებად მიიჩნევს, ტურნირის ჩატარებას ზაფხულობით აპირებს, მატჩები კი ევროპის გარეთ იქნება გადატანილი. 

2015 წელს სუპერთასის მატჩს თბილისის არენამ უმასპინძლა

ევროპის სუპერთასი 1972 წლიდან ტარდება და მისი მოგება ყველაზე მეტჯერ (5-ჯერ) სამმა კლუბმა შეძლო: ბარსელონამ, მილანმა და მადრიდის რეალმა. ევროპის სუპერთასის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის რეალია, რომელმაც 2022 წლის შეხვედრაში აინტრახტი დაამარცხა (2:0).

MLS (Major League Soccer) 1993 წელს შეიქმნა და მასში აშშ-ისა და კანადის საუკეთესო კლუბები არიან გაერთიანებული. 2021 წლის სეზონში ლიგის ჩემპიონი ნიუ იორკ სიტი გახდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები