Thumbnail

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა რუსეთთან დაკავშირებით ილაპარაკა, რომლის ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებს ჩამოშორებულია. შეგახსენებთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება ფიფამ და უეფამ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და იქ ომის გაჩაღების გამო, გაზაფხულზე მიიღეს.  ახლახან ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ვერც მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც გერმანიაში ჩატარდება.  

54 წლის სლოვაკმა ფუნქციონერმა რუსეთის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, უეფა ომის დასრულებას ელოდება.

"რუსეთის მოკვეთის გადაწყვეტილება ახალი არ არის. რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება მომავალ განცხადებამდე. ეს ნიშნავს, რომ ვითარებას ვაკვირდებით და ის იმოქმედებს იქამდე, სანამ აზრს არ შევიცვლით. შესაბამისად, უეფას არ სჭირდება გადაწყვეტილებების მიღება ყოველი ახალი ტურნირის დაწყების წინ. 

ყველა ვიმედოვნებთ, რომ ომი სწრაფად დასრულდება, რათა რუსეთის ნაკრებმა შეძლოს ჩვენს შეჯიბრებებში მონაწილეობა. მაგრამ იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც დღესაა, ამის განხილვაც კი შეუძლებელია. ეს პოლიტიკისა და სპორტის ნაზავია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, მშვიდობისკენ მოწოდებაა. იმედია, ომი მალე დასრულდება, შემდეგ კი გადავწყვიტავთ, რა ვქნათ", - აქვეყნებს ჩეფერინის სიტყვებს L'Equipe.

რუსეთის ნაკრები საერთაშორისო ტურნირებს ჩამოშორებულია

ევროპის მომავალი ჩემპიონატი ფეხბურთში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში ჩატარდება და მასში 24 ქვეყნის ეროვნული ნაკრები ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 9 ოქტომბერს, ფრანკფურტში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები