- უმცროსი ბორჯღალოსნების პირველი მეტოქე ჩეხეთის ნაკრები იქნება
- 18-წლამდელთა ევროპირველობა სტარტს 2 ოქტომბერს აიღებს
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მომავალი კვირის ბოლოს ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება და თანაც პირველად ისტორიაში, ტურნირს თბილისი უმასპინძლებს.
ევროპირველობა 2 ოქტომბერს გაიხსნება (მონაწილეობას ტრადიციულად 8 ნაკრები მიიღებს) და უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე ჩეხეთი იქნება, სხვა წყვილები კი ასე გამოიყურება: პორტუგალია-გერმანია, ესპანეთი-რუმინეთი, ბელგია-ნიდერლანდები.
გარკვეულია ისიც, რომ ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი მორაგბეების მეტოქე ბელგია-ნიდერლანდებს შორის უმჯობესი იქნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ 3-ჯერ აქვს მოგებული. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2018 წელს ფინალში საფრანგეთს 8:3 სძლიეს, 2019 წელს ესპანეთი დაამარცხეს (20:10), შარშან კი პორტუგალიეს აჯობეს (27:0).
კომენტარები