Thumbnail
  • 📅 23 სექტემბერი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ჩრდ. მაკედონია
  • ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერვიუში რამდენიმე თემაზე ისაუბრა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, უმეტესი დრო კი ეროვნულ გუნდს დაუთმო.

როგორც ხვიჩამ აღნიშნა, მისთვის მთავარი გუნდური წარმატებაა, რადგან ფეხბურთში მხოლოდ ინდივიდუალური ქმედებებით კარგი შედეგების ჩვენება შეუძლებელია. კვარას თქმით, მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა.

...ნაპოლიში გატარებულ პერიოდზე: "ძალიან გავიზარდე, როგორც ადამიანი, როგორც ფეხბურთელი, იმიტომ, რომ ბევრი ახალი რამ ვისწავლე. ფეხბურთი ისეთი სპორტია, რაც არ უნდა შედეგი დადო, სწავლა უნდა განაგრძო. ამ სამმა თვემ მანახა, რომ მარტივი არაფერია და სამუშაო ბევრია. მითუმეტეს, როცა ასეთი კალენდარია და ყოველ სამ დღეში თამაშობ. ნაკრებში ბევრი ენერგია დავხარჯეთ, რადგან რთულია 10 დღეში 4 თამაშის ჩატარება, მით უფრო 10 ქულის მოპოვება. არ უნდა მოვეშვათ და არაფერი უნდა დავაკლოთ. პირიქით, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ".

...გუნდური წარმატება, როგორც პრიორიტეტი: "რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ინდივიდუალურად კარგად თამაშობ, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტული გუნდის წარმატებაა, რადგან გუნდის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ამიტომ, ვცდილობ, ჩემი თვისებები გუნდს მოვახმარო".

...ვილი სანიოლზე: "ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ძალიან კარგია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომლისგანაც რაღაცას ისწავლი და გამოცდილებას მიიღებ. მწვრთნელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ფეხბურთელები და მწვრთნელები ერთმანეთს კარგად უგებენ, ასეთი გუნდის დაამარცხება ძალიან რთულია".

...უახლოეს სანაკრებო მიზანზე: "თითოეული ქართველის ოცნებაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემთვის არ ექნება მნიშვნელობა ვის შევხვდებით, სახელსა და გვარებს, დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებს ერთად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების წევრი 2020 წლიდანაა და მას შემდეგ 17 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.

"გუნდის წარმატება ჩემთვის პირველია" - ხვიჩა კვარაცხელია 🇬🇪

Posted by ეროვნული ნაკრები on ხუთშაბათი, 22 სექტემბერი, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები