Thumbnail

ბოსტონ სელტიკსის მწვრთნელს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • უდოკამ ორგანიზაციის პრინციპები დაარღვია
  • ის საწვრთნელ პროცესს უკვე ჩამოაშორეს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ბოსტონ სელტიკსის მთავარ მწვრთნელს იმე უდოკას დისკვალიფიკაცია ემუქრება. მას გუნდის მენეჯმენტი ორგანიზაციის პრინციპების დარღვევას ედავება. საქმე ისაა, რომ უდოკას ბრალად სელტიკსის სტაფის ქალ წევრთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება ედება, რაც გუნდის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

იმ შემთხვევაში, თუ 45 წლის მწვრთნელს აღნიშნული საქციელი დაუმტკიცდა, საყვარელ საქმესთან განშორება მინიმუმ 1 წლით მოუწევს. ინფორმაციას ESPN-ის ანალიტიკოსი ადრიან ვოინაროვსკი ავრცელებს, თავად, უდოკას კი, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია. 

ცნობილია, რომ სელტიკსი საწვრთნელ ბანაკს 27 სექტემბერს ხსნის. გამომდინარე იქედან, რომ უდოკას საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, გუნდს მისი ასისტენტი ჯო მაზულა უხელმძღვანელებს. 

იმე უდოკამ სამწვრთნელო კარიერა 2012 წელს სან ანტონიოში დაიწყო. იგი ლეგენდარულ გრეგ პოპოვიჩთან 7 წლის განმავლობაში მუშაობდა, თითო-თითო სეზონი ფილადელფიასა და ბრუკლინში გაატარა, ხოლო 2021/22 წლების სეზონში ბოსტონ სელტიკსის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

უნდა აღინიშნოს, რომ მისი სელტიკსში მუშაობა ძალიან წარმატებული გამოდგა. გუნდმა რეგულარულ სეზონში 51 მატჩი და აღმოსავლეთ კონფერენცია პირველ ადგილზე დაასრულა. ამერიკელმა სპეციალისტმა ბოსტონი 2010 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა სუპერფინალში, სადაც სტეფ კარის გოლდენ სტეიტთან დამარცხდა.

Assistant coach Joe Mazzulla is likely to be Boston’s interim head coach for the 2022-23 season, per @wojespn

Posted by Bleacher Report on Thursday, September 22, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები