Thumbnail

ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატი 102-კილოგრამიანი უპირატესობით მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ნაკრების ლიდერს ეროვნულ პირველობაზე კონკურენტი არ ჰყოლია
  • ქვეყნის ჩემპიონთა ვინაობა სხვა წონით კატეგორიებშიც გაირკვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ.) მორიგ ჯერზეც იოლად მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, თუმცა, ყურადღებას ის უპირატესობა იმსახურებს, რომლითაც მან უახლოეს კონკურენტებს აჯობა.

28 წლის ტალახაძემ ატაცში 215 კგ. დასძლია, აკვრაში – 245 კგ. ხოლო ჯამში 460 კგ. მოუგროვდა. აღნიშნული შედეგები საგრძნობლად ჩამორჩება ლაშას პირად რეკორდებს (შესაბამისად, 225, 267 და 492), თუმცა, ამას ოქროს მედლის მოპოვებაში ხელი არ შეუშლია.

საინტერესოა, რომ ტალახაძემ მე-2 ადგილზე გასულ მიხეილ ადამიას 102 კგ-ით აჯობა, ბრინჯაოს პრიზიორ თორნიკე ტაბატაძეს კი – 135-ით.

აქვე საქართველოს ჩემპიონატის სხვა გამარჯვებულებიც ჩამოვთვალოთ: შოთა მიშველიძე (67 კგ.), კახი ასანიძე (73 კგ.), არჩილ მალაყმაძე (81 კგ.), საბა ასანიძე (89 კგ.), რეზი დავითაძე (96 კგ.), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.), გიორგი ჩხეიძე (109 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები