Thumbnail

'ვინც გვისტვენს, უტვინო ადამიანია' - ბონუჩი ინგლისთან მატჩამდე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლეონარდო ბონუჩიმ ინგლისთან მატჩამდე მედიასთან ისაუბრა
  • იტალიელმა მცველმა კრიტიკოსებს უტვინოები უწოდა

იტალიის ნაკრები ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში ინგლისს შეხვდება. დაპირისპირება სან სიროზე გაიმართება და ინგლისელები იტალიის დამარცხებას ეცდებიან. აძურას მიზანი კი მხოლოდ გამარჯვება იქნება, რაზეც მედიასთან მატჩამდე ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ისაუბრა.

'ინგლისთან მატჩით გავიგებთ, კონკრეტულად რა პოზიციებზე გვჭირდება გაძლიერება. ამით გავიგებთ, რა კურსი უნდა ავიღოთ. ინგლისთან მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. ნაკრებში თავისუფლად ვსუნთქავ და პრობლემებზე ნაკლებად ვფიქრობ.

ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ძალიან მოკლე მეხსიერება გვაქვს და ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რაც მხოლოდ ცუდია. ვინც იტალიის ნაკრების ფეხბურთელს უსტვენს, არის უტვინო ადამიანი, იმ მომენტში მოთამაშე წარმოადგენს მთელ ერს და ასევე ვინც უსტვენს. ინგლისთან სავსე სან სიროს ველოდები', - განაცხადა ბონუჩიმ.

იტალიის ნაკრებს 5 ქულა აქვს, ხოლო ინგლისი 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა. პირველ ადგილზე 7 ქულით უნგრეთია, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ გერმანიას ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები