- საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე წარმატებული სტარტი აიღო
- ირმა ხეცურიანმა ფინალში იტალიელი მეტოქე 15:9 დაამარცხა
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო ასპარეზობა იტალიის ქალაქ პიზაში დაწყებულ 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე: ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ნინა თიბილაშვილმა კი ბრინჯაო დაისაკუთრა.
ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში შეჯიბრის ნახევარფინალში სამხრეთკორეელი პარასპორტსმენ ჩოოს 15:14 სძლია, ფინალში კი იტალიელ პასკუინოს 15:9 მოუგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში პოლონელ ფრიდრიხს გაეჯიბრა და 15:14 იმარჯვა თიბილაშვილმა, რომელმაც როგორც აღვნიშნეთ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხვალ, 23 სექტემბერს, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრები ძალებს რაპირით ასპარეზობაში სცდიან და საქმეში ირმა ხეცურიანს, ნინა თიბილაშვილს და გვანცა ზადიშვილის ვიხილავთ.
კომენტარები