Thumbnail
  • კრისტიან ერიქსენმა ხორვატიას ულამაზესი გოლი გაუტანა, მაგრამ დანიამ მაინც წააგო
  • ლუქსემბურგი საქართველოს დაეხმარა, თურქეთმა მნიშვნელოვანი მატჩი ვერ მოიგო

საფრანგეთის ნაკრებს A ლიგაში ჯგუფის მოგების შანსი აღარ აქვს. ფრანგებმა მე-5 ტურში ავსტრიას 2:0 მოუგეს და ბოლო ადგილს თავი დააღწიეს, მაგრამ ხორვატიამ დანიას აჯობა და 10 ქულით ჯგუფში გალიდერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ A ლიგის პირველი ჯგუფის მოგების შანსი მხოლოდ ხორვატიასა და დანიას დარჩათ.

ზაგრებში ხორვატებმა სოსასა და მაიერის გოლებით მეტოქეს 2:1 სძლიეს. მართალია, ერიქსენის გოლი ხორვატთა ორივე გოლს სილამაზით ბევრად აღემატებოდა, მაგრამ ერიქსენის შედევრის გარდა, დანიელებმა ვერაფერი შექმნეს და მოდრიჩის ხორვატიასთან მნიშვნელოვანი მატჩი წააგეს. ხორვატია 10 ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურში ავსტრიასთან სტუმრად ითამაშებს, ხოლო დანია 9 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ბოლო მატჩს საფრანგეთთან საკუთარ მოედანზე გამართავს.


C ლიგის ორ ჯგუფში გამარჯვებულები უკვე ცნობილია. ყაზახეთმა ბელარუსს 2:1 აჯობა და ჯგუფში 13 ქულით პირველი ადგილი გაინაღდა. პირველი ადგილი თურქეთმაც გაინაღდა, მაგრამ მათ მე-5 ტურში ლუქსემბურგთან ფრედ 3:3 ითამაშეს, რაც სიტუაციას მათთვის ცოტათი ართულებს. შეგახსენებთ, რომ ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს პლეი ოფში ხვდებიან და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვიან.

საუკეთესო შედეგის მქონე ორი პირველადგილოსანი მესამე და მეოთხე შედეგის მქონე პირველადგილოსნებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებენ და ფინალში გასვლისთვის იბრძოლებენ, სადაც გამარჯვებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები