Thumbnail

ევროზე გუნდების რაოდენობა აღარ გაიზრდება? ბრიტანული მედია უეფას გეგმებზე

  • ევრო 2028-ის ფინალურ სტადიაზე გუნდების რაოდენობის 32-მდე გაზრდა განიხილებოდა
  • ევროპული მაუწყებლები შიშობენ, რომ ამით საკვალიფიკაციო ეტაპი ინტერესს დაკარგავს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია 

როგორც ჩანს, უეფა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე გუნდების რაოდენობას 32-მდე არ გაზრდის, რაზეც მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია. ამის შესახებ Dailymail წერს. 

ევროს ფინალური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 24-მდე 2016 წელს გაიზარდა, იქამდე კი სულაც 16-გუნდიანი იყო. ამის შემდეგ უეფაში დაიწყეს მორიგ გაფართოებაზე ფიქრი, რაც 2028 წლის ტურნირიდან შეიძლებოდა მომხდარიყო. 

როგორც ირკვევა, საქმეში ევროპული მაუწყებლები ჩაერივნენ, რომლებმაც უეფას ჯგუფს აცნობეს, რომ საკვალიფიკაციო რაუნდისადმი, რომლის მონაწილე 55 ეროვნული ნაკრებიდან ფინალურ ეტაპზე 32 გადადის, ინტერესი გაქრება და ტურნირი კომერციულად გაუფასურდება. ამასთან, შესარჩევი ჯგუფების მატჩების უმეტესობა იოლად პროგნოზირებადი გახდება. 

ამ საკითხთან დაკავშირებით უეფას აღამოსკომმა საბოლოო გადაწყვეტილება ნოემბერში დაგეგმილ სხდომაზე უნდა მიიღოს. 

საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე მოხვედრის კარგი შანსი ერთა ლიგიდანაც აქვს

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს, კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრები იბრძოლებს. საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრას უეფა 9 ოქტომბერს ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები