Thumbnail

'სიტუაციაა დელიკატურია' - ედენ აზარი რეალში თავის მდგომარეობაზე

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ედენ აზარი მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა
  • ბელგიელს სურს, მუნდიალს კარგ ფორმაში შეხვდეს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ედენ აზარი მადრიდის რეალში ყოფნით ბედნიერია, თუმცა მიიჩნევს, რომ მცირე სათამაშო დრო ეძლევა და ამის გამო უკმაყოფილოა. ამის შესახებ 31 წლის შემტევმა ერთა ლიგის შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, რომელშიც ბელგიამ უელსს ანგარიშით 2:1 მოუგო.

"რთული ვითარებაა, რადგან თამაში მინდა, მაგრამ ვერ ვთამაშობ. მადრიდის რეალში თავს კარგად ვგრძნობ, უბრალოდ, დრო ცოტა მეძლევა. დელიკატური სიტუაციაა, რადგან უფრო მეტი ხნით თამაში მსურს. ვიცი მოედანზე რისი გაკეთებაც შემიძლია. მინდა, რაც შეიძლება მეტი წუთი გავატარო მინდორზე, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატს კარგ ფორმაში შევხვდე", - თქვა აზარმა.

ედენ აზარი მადრიდის რეალს 2019 წელს ლონდონის ჩელსიდან შეუერთდა. ბელგიელ შემტევზე ესპანეთში დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ხშირი ტრავმიების გამო, აზარმა ისეთი შედეგი ვერ აჩვენა, როგორსაც მისგან ელოდნენ.

ბელგიის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონის მე-4 ჯგუფში ასპარეზობს. 5 ტურის შემდეგ "წითელ ეშმაკებს" 10 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან. მათ წინ 13 ქულით ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებია. 

კომენტარები

ბოლო ამბები