Thumbnail

ლატიფის უილიამსიდან უშვებენ - ეს შეიძლება შუმახერის შანსი იყოს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • უილიამსმა ლატიფისთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა
  • ფავორიტი დე ვრისია, თუმცა შანსი შეიძლება შუმახერსაც ჰქონდეს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ნიკოლას ლატიფი 2022 წლის სეზონის შემდეგ უილიამს დატოვებს. ამის შესახებ განცხადება თავად ფორმულა 1-ის გუნდმა და კანადელმა პილოტმა გაავრცელეს. ლატიფის უილიამსთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურებოდა და ახალი ხელშეკრულება აღარ გაფორმდა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში უილიამსში ვიმუშავე. ფორმულა 1-ში ჩემი დებიუტი პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა საბოლოოდ მუშაობა ავსტრიაში დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთად ვერ მივაღწიეთ იმ შედეგებს, რასაც მოველოდით, ეს მაინც ფანტასტიკური თავგადასავალი იყო. შარშან, უნგრეთში პირველი ქულების მოპოვება იყო მომენტი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. კარიერის ახალ საფეხურზე აქ მიღებული განსაკუთრებული მომენტებით გადავალ. ვიცი, რომ სეზონის ბოლომდე არც ერთ ჩვენგანი არ შეწყვეტს ძალისხმევას წარმატებისთვის", - განაცხადა ლატიფიმ.

ნიკოლას ლატიფის დებიუტი ფორმულა 1-ში უილიამსის რიგებში 2020 წლის ავსტრიის გრან პრიზე შედგა. მას შემდეგ 27 წლის პილოტმა 55 გრან პრიზე მიიღო მონაწილეობა, სადაც საერთო ჯამში 7 ქულა მოიპოვა, მათ შორის პირველი ქულები 2021 წლის უნგრეთის გრან პრიზე. 

უილიამსი ახალი სეზონისთვის პილოტების სიას მას შემდეგ წარადგენს, რაც ალექს ალბონთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწევენ. გერმანული მედიის ინფორმაციით, ეს შესაძლოა მიკ შუმახერის შანსი იყოს, რომელიც უგუნდოდაა. თუმცა, გერმანელზე უკეთესი შანსი ნიკ დე ვრისს აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები